დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
USAID-ის ახალი დირექტორი საქართველოში უფლებამოსილებას შეუდგა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/08/30 23:46:20

თბილისი— ჯონ პენელი გუშინ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი დირექტორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

 

ჯონ პენელს USAID-სა და საერთაშორისო განვითარებაში მუშაობის ოცდახუთწლიანი გამოცდილება აქვს.  ბოლოს, 2019 წლიდან 2022 წლამდე ის იყო USAID-ის დირექტორი ლიბიაში. 2015-19 წლებში პენელი მუშაობდა USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილედ უკრაინასა და ბელორუსიაში, სადაც ეხმარებოდა რეგიონში სააგენტოს უმსხვილესი მისიის ზედამხედველობასა და წვლილი შეიტანა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ჯონ პენელი ასევე მუშაობდა უკრაინაში 2000-01 წლებში. 

 

ჯონ პენელი უხელმძღვანელებს USAID-ის საგარეო დახმარებას საქართველოსთვის, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 80 მილიონ აშშ დოლარს. ამერიკის საგარეო დახმარება, რომელსაც ახორციელებს USAID, ხელს უწყობს საქართველოს  მედეგობის გაძლიერებას გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, აძლიერებს დემოკრატიას მოქალაქეთა მმართველობაში აქტიურად ჩართვით და ეკონომიკის  ზრდის მიზნით ხელს უწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას. 30 წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოუყო დახმარების სახით.

 

მომავალ სამუშაოსთან დაკავშირებით ბატონმა პენელმა განაცხადა, „საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკის მთავარი პარტნიორია და ჩემთვის პატივია ვუხელმძღვანელო USAID-ის მისიას საქართველოში.  რა თქმა უნდა მსოფლიოსთვის რთული პერიოდია, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან ერთად დაემთხვა კლიმატის ცვლილებები და COVID-19-ის პანდემია. თუმცა, მოუთმენლად ველი ამ მისიაში ამერიკელების და ქართველებისგან შემდგარი არაჩვეულებრივი გუნდის ხელმძღვანელობას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში, შეგვიძლია ამ გამოწვევების გადალახვის გზები ვიპოვოთ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და განვითარების სხვა მიზნებს. 

 

ჯონ პენელი ასევე მუშაობდა USAID/აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილედ ნაირობიში და კენიაში, სადაც ის ხელმძღვანელობდა USAID-ის სომალიის პროგრამის გაძლიერებას. პენელი USAID-ში ასევე მუშაობდა სხვა მენეჯერულ და ტექნიკურ პოზიციებზე, მათ შორის ავღანეთში, ელ სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში. 

 

ჯონ პენელი ამჟამად არის ლონდონის კინგს კოლეჯის ომისა და თავდაცვის კვლევების დოქტორის კანდიდატი. მას აქვს მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ეროვნული ომის კოლეჯიდან, მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში ამერიკული უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტიდან. USAID-ის მისიის ახალი დირექტორი ასევე ფლობს რუსულს და ესპანურ ენებს.

 

ჯონ პენელმა თანამდებობა ჩაიბარა პიტერ ვიბლერისგან, რომელიც მისიის დირექტორად 2018 წელს დაინიშნა. ბატონი ვიბლერი მოვალეობას ასრულებდა წლევანდელ წლამდე და  მოღვაწეობას კვლავ გააგრძელებს USAID-ში, სხვა ქვეყანაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია