დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უპრეცენდენტო პროექტი „GET LOST WIZZAIR“ იმერეთში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/08/28 21:31:34

 26 - 28 აგვისტოს ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 100 მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) უმასპინძლებს, რომლებიც რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრენიან.

 

GET LOST WIZZAIR  – „დაიკარგე WIZZ AIR-თან ერთად“  ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.

 

ქუთაისი ამ პროექტში იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა - DMO იმერეთისა  და  ევროპის ყველაზე სწრაფადმზარდი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის WIZZ AIR -ის, კერძოდ კი მისი შვილობილი კომპანიის WIZZ AIR abu dhabi-  თანამშრომლობის შედეგად ჩაერთო, კონკურენცია გაუწია ევროპის მოწინავე ქალაქებს და მოიპოვა კიდეც პროექტის განხორციელების უფლება.

 

როგორც ცნობილია,  600 მდე მსურველიდან შერჩული იქნა 100 ადამიანი, რომლებიც თავის მეწყვილეებთან ერთად სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან.

 

ვიზიტისათვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და თანაორგანიზატორობით  DMO იმერეთის მიერ შემუშავდა სპეციალური  სამდღიანი პროგრამა (იხილეთ დანართი).  რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში მაქსიმალურად გახდეს შესაძლებელი სტუმრებისათვის იმერული განწყობის შექმნა.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური ინფო-ტური პირველად ხორციელდება საქართველოში. პროექტის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიიმერეთის შესახებ  სხვადასხვა  ვიდეორგოლების გადაღება, რომელიც ინფორმაციასთან ერთად განთავსდება საერთაშორისო მედია პლატფორმებზე, გაზიარებული იქნება შერჩეული აპლიკანტების სოციალურ ქსელებში, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია.

 

ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგად პროექტში პარტნიორი ორგანიზაციების სტატუსით ჩართულები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

 

ეს ზედმიწევნით კრეატიული, კარგად ნაფიქრი, თანამედროვე სტანდარტების პროექტი  ზუსტად არის გათვლილი მოულოდნელობის ეფექტსა და მოგზაურობის მოყვარულთა ემოციებზე და იგი DMO იმერეთის მიერ შემუშვებულ პროგრამასთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში იმერეთის რეგიონის შესახებ ცნობადობის ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 330
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია