დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/05/16 15:49:00

 

 

ქუთაისში მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მხარდამჭერი აქცია გამართეს.


აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ე.წ. თეთრ სვეტებთან შეიკრიბნენ და ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი გააპროტესტეს.

 

ცნობილია, რომ დღეს ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზშივე დააკავა. 

 

პროკურატურა გვარამიას "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას" ედავება.

 

მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ამასთან, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია