დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები არ იქნება" - ამირან გამყრელიძე
2022/04/17 14:21:07

"ვფიქრობ, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები არ იქნება - პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით“ და ქეიფებით, შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.



როგორც ის აღნიშნავს, წინასააღდგომო პერიოდი გასულ წლებთან შედარებით მშვიდია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს.



"მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. საბედნიეროდ, წელს ჩვენ აღდგომას უფრო მშვიდი ეპიდვითარებით ვხვდებით, უფრო ნაკლები რისკით, ვიდრე ეს იყო შარშანწინ, როდესაც ჩვენ ბევრი არ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ, ასევე გასულ წელს მაღალი მაჩვენებლები გვქონდა.
წელს წინასააღდგომო პერიოდი შედარებით მშვიდი გვაქვს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, ვირუსი ჯერ ქვეყანაში ცირკულირებს. 200-300 შემთხვევა არის. გასაგებია, რომ "ომიკრონია" და კლინიკურად უფრო მსუბუქია, ვიდრე შარშანდელი ან გასული წლის.



ვფიქრობ, დამატებითი შეზღუდები არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ და გამოვცადეთ. შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით“ და „ქეიფებით“. მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელება ხდება კვებით მიმდინარე წვეულებების დროს. შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო“,- აღნიშნავს გამყრელიძე.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია