დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ აზარაშვილი: „თურქეთის ბაზრის გახსნით, ათეულობით მედიკამენტზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა”
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/03/13 12:10:00

„დაახლოებით, 1 თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი”, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, GMP სტანდარტის, მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტი საქართველოში  ყველა წესისა და კანონმდებლობის სრული დაცვით  ხორციელდება.

 

„ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნებს.

 

„ამ ბაზრის გახსნით, ჩვენ ვხედავთ, რომ ათეულობით თურქულ მედიკამენტზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენი ოპონენტები დასაწყისში ამბობდნენ, თითქოს, თურქეთში წარმოებული მედიკამენტები არ არის ხარისხიანი. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასე არ არის.

 

„სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ  უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

თურქული ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაიხსნა. ამ ეტაპზე, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა 60%-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ფარმაცევტული კომპანიები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქულ მხარესთან, რათა მედიკამენტების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწავდომი გახდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია