დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნიერების საქველმოქმედო აქცია
ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით წიგნიერების საქველმოქმედო აქცია გაიმართა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2022/03/11 01:52:02

ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის  მხარდაჭერით, მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ კვლავ აგრძელებს წიგნიერების საქველმოქმედო აქციას, საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით (დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე).

 

ამჯერად მაჟორიტარის ნობათი - მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული კლასიკური მხატვრული ლიტერატურა, ტკბილეული თუ სხვადასხვა ნუგბარი ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლას გადავეცით.

 

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლას (დირექტორი რუსუდან ხობიაშვილი);

სსიპ იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს #1 საჯარო სკოლას (დირექტორი რუსუდან გზირიშვილი);

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს #2 საჯარო სკოლას (დირექტორი თამარ მაისურაძე);

სსიპ დაბა ადიგენის საჯარო სკოლას (დირექტორი გიორგი ქომეთიანი);

 

აქციის ორგანიზებასა და  საჩუქრების სკოლებისთვის მიწოდებაში განსაკუთრებული დახმარება გაგვიწიეს მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს ხელმძღვანელმა როინ აბულაძემ და ბიუროს თანამშრომლებმა.

 

ოთხივე სკოლის მასპინძლებმა უსაზღვრო მადლიერება გამოხატეს მაჟორიტარის მიმართ, რომ ბატონი ანტონისგან მუდმივად გრძნობენ ყურადღებას და სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერას. განსაკუთრებული სიამაყე მაინც უდეს #1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ გამოხატა, რადგან ბავშვობაში ბატონი ანტონი სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა. 

 

დაბა ადიგენის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, პედაგოგები და მოსწავლეები კი ორმაგად გახარებულები იყვნენ მაჟორიტარის ამ საჩუქრით, რადგან სწორედ ამ რამდენიმე დღის წინ მათთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონ ანტონ ობოლაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მათ სკოლას მრავალწლიანი ოცნება აუხდა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. 

 

ჩვენთვის, როგორც წიგნიერების აქციის ინიციატორებისა და ორგანიზატორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა იმ რეალობის შეგრძნება, რომ ყველა სკოლაში მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ გულწრფელ მადლიერებას და პატივისცემას ვხედავთ.

 

 

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

ფოტოები ლილი კუბლაშვილის

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია