დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის
საყდრისის კომიტეტი საზოგადოებას და საპატრიარქოს მოუწოდებს, არ დაუშვას სასტუმროს აშენება ალავერდის ტაძრის მიმდებარედ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/02/08 12:41:47

საყდრისის კომიტეტი სპეციალური განცხადებით მიმართავს საზოგადოებას და საპატრიარქოს, რომ არ დაუშვალ ალავერდის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს სასტუმროს მშენებლობა, რაც კულტურული მემკვიდრეობის კანონის დარღვევაა. გთავაზობთ ამ ტექსტს სრულად:

 

"მივმართავთ საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკითხის მიმართ!

გვსურს, გამოვეხმაუროთ 4 თებერვალს გაჟღერებულ ინფორმაციას კომპანია “ბადაგონის” მიერ ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ პრემიუმ კლასის სასტუმრო ”ალავერდი რესორტ“-ის მშენებლობის თაობაზე. 

“საყდრისის კომიტეტი” ყოველთვის მიესალმება რეგიონის განვითარებისთვის განხორციელებულ  ინვესტიციებს, თუმცა, ეს არ უნდა ხდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ. 

 

XI საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ალავერდის ტაძრის, ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ვრცელ მინდორზე მისი ერთადერთობა წარმოადგენს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს.  ამ შემთხვევაში ნებისმიერი დიდი ნაგებობის მშენებლობა მისგან 200 მეტრში (ყველა მიმართულებით) ამ გარემოს სრულად დაარღვევს და ჩნდება ძეგლის ვიზუალური აღქმის დამახინჯების საფრთხე.

 

კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ საქართველოში არსებობს “კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ,” რომლის თანახმადაც “ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.” (მუხლი 36, პუნქტი 3-6). 

 

ამავე კანონის 41-ე მუხლში ვკითხულობთ: “კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო კულტურის სამინისტროსთან (ამ შემთხვევაში დელეგირების საფუძველზე ეს ორგანოა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - ავტ.) შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” (მუხლი 41, პუნქტი 2). 

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის პროექტი არ არის შეთანხმებული კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე გასცა მშენებლობის ნებართვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში შექმნილი რთული სიტუაციის გამო ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, მივმართავთ სააგენტოს: 

 

✔️ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვოს სასტუმრო „ალავერდი რესორტ“-ის მშენებლობასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

 

✔️ ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ დაიწყოს პროექტის განხილვა პროფესიულ წრეებში, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს დაკარგვის შესაძლო საფრთხეები.

 

ამასთანავე, მივმართავთ საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკითხის მიმართ,  რათა ეს პრეცენდენტი სამომავლოდ არ გახდეს ბიძგი უფრო მასშტაბური საზიანო პროცესისა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში არასასურველი მშენებლობების დაწყებაში გამოიხატება."

 

ფოტო:- ბადრი ვადაჭკორია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია