დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მორატორიუმი კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/19 21:48:21

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა

 

მოგეხსენაბთ, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული წესით სოციალური დაცვის მიმართულებით შემოღებული იყო სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დროებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში არ ხორციელდებოდა  მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება

 

მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს უწყვეტად უგრძელდებოდათ დახმარების გაცემა. ცვლილების შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება კვლავ არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ.

 

მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული, მათ გაძლიერებაზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის განვითარება უმთავრესი საკითხია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ მიზნით  გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია