დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია დამტკიცდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/17 23:11:13

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია დამტკიცდა.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული 2022-2030 წლების სტრატეგიის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ავადობისა და დაინვალიდების ტვირთის შემცირებაა.

 

სამოქმედო გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანია 6 სტრატეგიული ამოცანის შესრულება,  ეს არის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მხარდაჭერა და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვა და სტიგმის შემცირება, ხარისხიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საცხოვრებელთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადიქციის მქონე პირთა მკურნალობის ხელშეწყობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანური რესურსების განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეგულირება, მართვა, კონტროლი და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა.

 

სტრატეგიის განხორციელების შედეგად, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას, გაგრძელდება დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების ნაცვლად მცირე, სათემო სერვისების განვითარების პროცესი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია