დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქველმოქმედო წიგნიერების აქცია
ანტონ ობოლაშვილის საახალწლო ნობათი ბაკურიანის, წაღვერისა და ტაძრისის სკოლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/12/28 13:01:34

 

 უკვე მეორე წელია, რაც ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილი მხარდაჭერით, მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-ს ინიციატივით, სხვადასხვა სადღესასწაულო დღეებში ბორჯომის  მუნიციპალიტეტში  წიგნიერების საქველმოქმედო აქცია „წიგნი ყველა ბავშვს“ იმართება. აქციის ფარგლებში წიგნები გადაეცემათ, ხოლმე,  სოფლის ბიბლიოთეკებს, სკოლებს, დღის ცენტრებს თუ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. გასულ წელს ბატონი ანტონის ქველმოქმედებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში წიგნები უკვე გადაეცათ კურორტ ახალდაბის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, სკოლის ბიბლიოთეკასა და დღის ცენტრ „თებე“-ს.

 

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის თქმით, მისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია განათლებისა და წიგნიერების მხარდაჭერა, მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის ზრუნვა და ის ყოველთვის მზადაა ამ ტიპის აქციების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა მცხოვრებლებმაც მას დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს და  მაჟორიტარის მანდატი ანდვეს.

 

ამჯერად წინასაახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ბატონ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით, ჩვენმა რედაქცია, წიგნიერების მორიგი აქციის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის სკოლას მოუმზადა საჩუქრები. კერძოდ, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა,  მრავალფეროვან ტკბილეულთან და საახალწლო ნუგბართან ერთად, გადაეცათ ბაკურიანის საჯარო სკოლას (დირექტორი თამარ ბლიაძე ),  წაღვერის საჯარო სკოლას (დირექტორი ირინა ხელისუფალი) და ტაძრისის საჯარო სკოლას (დირექტორი ზაზა გოგოლაძე).


საქველმოქმედო აქციის ორგანიზებასა და სკოლებთან კომუნიკაციაში ძალიან დაგვეხმარნენ პარლამენტარის ბორჯომის ბიუროს თანამშრომლები და სწორედ მათთან ერთად ვსტუმრობდით სკოლებს.

 

სკოლებში შეხვედრებისას კი დირექციის ხელმძღვანელები თუ პედაგოგები უდიდესი პატივისცემით გამოხატავდნენ მადლიერებას მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ, იმ ყურადღებისათვის, რასაც ბატონი ანტონი იჩენს სასკოლო დაწესებულებების მიმართ. ამ კუთხით განსაკუთრებული ემოციით გვესაუბრა ბაკურიანის სკოლის დირექტორი თამარ ბლიაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სწორედ ბატონ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერითა და  ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, რომ საბოლოოდ გადაწყდა ბაკურიანის ძველი სკოლის სრული დემონტაჟი და ახალი სკოლის აშენება. ამასთანავე, მათ სხვა კუთხით, ზოგადად, საგანმანათლებლო სფეროს კანონმდებლობაში არსებული მცირე ხარვეზების გამოსასწორებლად  სწორედ თავიანთი მაჟორიტარის დახმარების იმედი აქვთ.


რაც შეეხება წაღვერის საჯარო სკოლას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი დონის, თანამედროვე სტანდარტების სკოლა, როგორც შენობითა თუ კლას-ლაბორატორიების აღჭურვილობით, ისე - მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით, დირექციითა და წარმატებული მოსწავლეების რეიტინგით, მართლაც საამაყოა მთელი რეგიონისთვის. შესაბამისად, მაღალია მათი პატივისცემისა და  მადლიერების განცდაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ.


დარწმუნებული ვართ, რომ ბატონ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით განხორციელებული წიგნიერების საქველმოქმედო აქციები, რომლის შედეგადაც  სოფლის სკოლების ბიბლიოთეკები მართლაც ძალიან აქტუალური ლიტერატურით მდიდრდება, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდების წიგნთან დაახლოებას და მიუხედავად ციფრული ტექნოლოგიების მზარდი პოპულარობისა, წიგნთან მეგობრობა კვლავ მნიშვნელოვანი გარანტი იქნება მათი სამომავლო წარმატებებისთვის.

 

ნატო გუბელაძე

მედიასახლპოსტსკრიპტუმისმთავარი რედაქტორი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია