დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სარჯველაძე: „ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას მკაფიო პასუხი აქვს გაცემული“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/15 23:45:00

არასრულწლოვანი შვილის იძულებითი ნიშნობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-400 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასწრულწლოვანის მიმართ  არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-4 წლამდე.   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქეებს: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას ეკუთვნით.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება უკავშირდება არასრულწლოვანთა საზიანოდ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მათ ადრეულ ასაკში დაქორწინებასთან დაკავშირებით ვალდებულების წარმოშობას გულისხმობს.

 

„ამაზე მკაფიო პასუხი აქვს გაცემული ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას. ეს არის ცალსახა პასუხი, რომ დაუშვებელია არასრულწლოვანთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზიანოა არა მხოლოდ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით არამედ, იმავდროულად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც  შესაძლოა სერიოზულ პრობლემებს ბადებდეს. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც ხდება ნიშნობის, როგორც ქორწინებისკენ მიმართული ნაბიჯის კრიმინალიზება“, - განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით არსებობს სასამართლო პრაქტიკაც და ასე განიმარტება კანონიც, რომელიც ნიშნობისთვის კონკრეტულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც მხედველობაშია მისაღები თუმცა, ამის მიუხედავად არსებობს გარკვეული კითხვები, რომელიც საჭიროებს დისკუსიას.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

 

„ამ წინადადების განხილვისას, ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება იმის დანახვა თუ არის რაიმე ისეთი ქმედება, რაც შეიძლება რჩებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების მიღმა, თავისი შინაარსით, ანალოგიურად იმსახურებს რეგულირებას თუ  მხოლოდ სიცხადის შეტანაა  ჩვენი მიზანი - ეს  უნდა გაიმიჯნოს. ვფიქრობ, სიცხადის თვალსაზრისით პრობლემები ნაკლებად არსებობს. მე მინდა დავინახო კონკრეტული ქმედება, რომელიც რჩება სისხლის სამართლის კოდექსის მიღმა. ადამიანების იმ გუნდს, რომელთაც წარმოადგინეს  საკანონმდებლო წინადადება საკმაოდ ბევრი აქვთ ნამუშევარი და ნაფიქრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. იდეა მუშაობას იმსაურებს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წინადადება, იდეა რა ფორმითაც არის მოწოდებული ან საკმარისია, ან სწორად დასმულია. ამ საკითზე კომიტეტის წევრებს არა ერთხელ გვიმსჯელია, კარგი იქნება თუ გავაგრძელებთ მსჯელობას სამუშაო ფორმატში და შემდეგ გავერკვეთ არის თუ არა საჭირო კანონის ახლებური რეგულირება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 501
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია