დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/28 17:30:00

წყალტუბოში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ადგილზე გაეცნო.

 

პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 7  საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანსაც დევნილთა  განსახლება,  მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია