დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/21 02:07:27

ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ მსხვილი იაპონური კომპანიების წარმომადგენლებიც. პრეზენტაცია საქართველოს მეღვინეობის ისტორიასა და  თანამედროვეობის შესახებ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.

 

ღონისძიების სტუმარებმა სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ქართული ღვინოების საბაზრო პოტენციალზე,  საექსპორტო ფასსა და წარმოების მასშტაბების  პერსპექტივებზე შეფასებები გააკეთეს. ამასთან ერთად, განხილული იყო იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის განხორციელების ტექნიკური საკითხებიც.

 

დეგუსტაციაზე, კენიჩი ოჰაშის მიერ  13 სხვადასხვა ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, მათ შორის 2 დასახელების ღვინო იაპონიის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება. ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენის მიზანს გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია