დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
15 საათისთვის ბორჯომში ამომრჩეველთა 35.6% -მა გააკეთა არჩევანი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/02 19:07:52

15 საათის მონაცებებით, ბორჯომში 30 საარჩევნო უბანზე  არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9500-მა ამომრჩევლმა, რაც  35,6%-ია. კენჭის ყრის პროცესის მინდინარეობისას დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და არც საჩივარი დაწერილა.

 

- ,,ერთადერთი საჩივარი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთ-ერთ საარჩევნო უბანის ტერიტორიაზე განთავსებულ ბანერს ეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებულ მხარეს ადრე წერილობითი სახით გავეცით პასუხი. დღეს იგივე საკითხთან დაკავშირებით კი განცხადებას კანონით დადგენილ შესაბამის ვადებში უფლებამოსილი ორგანო განიხილავს და პასუხიც გაეცემათ - განაცხადა N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან დევიძემ.

 

ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით N36 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე, სადაც სულ 879 ამომრჩეველია და 15 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 325-მა მოქალაქემ გამოხატა. კომისიის თავმჯდომარემ თამარ აიწურაძემ გვითხრა, რომ ამ დრომდე უბანზე  არავითარი საჩივარი არ დაწერილა.

 

იზა იანვარაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია