დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომის 36 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე „ოცნები“-ს ბანერი „კოვიდი“-ს გამო ვერ ჩამოხსნეს და ჯარიმისთვის მზად არიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/02 17:58:12

ბორჯომის 36 საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანზე არჩევნები ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წინასააარჩევნო ბანერი ამ წუთებშიც გამოკრულია.

 

აღნიშნულის შესახებ www.psnews.ge წინასაარჩევნო პერიოდშიც  წერდა. http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=63056

 

ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ დარღვევასთან დაკავშირებით ,,ევროპილი საქართველოს" წარმომადგენელმა ინდირა კურტანიძემ N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა წინასაარჩევნო პერიოდში. ოლქისგან  გამოგზავნილ  პასუხში წერია, რომ კანონის შესაბამისად, ეს მასალა (ბანერი) ჩამოხსნას, დემონტაჟს  ექვემდებარება.თუმცა, ამავდროულად,  როგორც პასუხშია ნათქვამი, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საჩივარში მოხმობილ ფაქტზე რეაგირება არ წარმოადგენს N36 ბორჯომის სალქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ბორჯომში ,,ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერს, ბატონ დავით ზაალიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვიპასუხა: ბანერის დემონტაჟისათვის გამოყოფილ ჯგუფს კოვიდი დაუდასტურდა და ამიტომ შეუძლებელი გახდა ბანერის ჩამოხსნა. შესაბამისად, მზად ვართ, რომ კანონით გათვალისწინებული  ჯარიმა გადავიხადოთ.

 

www.psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია