დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა შეინიშნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/02 13:43:57

 

ბორჯომის 36 საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანმა მუშაობა 7 საათზე დაიწო და კენჭისყრამდე ჩასატარებელი  პროცედურები 1 საათში დაასრულა, 8 საათზე კი უბნები ამომრჩეველთა მისაღებად მზად იყო.

 

აღსანიშნავია, რომ აქედან ერთი სპეც უბანია, რომელიც კოვიდ პაციენტებს, სტაციონარში და  იზოლაციაში მყოფ პირებს ადგილზე მოემსახურება.

 

ბორჯომში სულ 26 684 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აკრძალვების მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა ხმის მიცემდე და შემდეგ მაინც შეინიშნება.

 

დილა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაბის მე-10 და 30- საარჩევნო ნიდან დავიწყეთ. როგორც მე-10 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი ირინე ლომიძე აღნიშნავს,  დამკვირვებელთა რაოდებობა, გასულ არჩევნებთან შედარებით, მცირეა. ყველა კომისიის წევრი ადგილზეა, გარდა ერთისა, რომელიც ამ დრომდე ფიზიკურად საერთოდ არ გამოცხადებულა და მხოლოდ სახელი და გვარი იციან.

 

30- საარჩევნო უბანზე კი  10 საათის მონაცემებით 946 ამომრჩევლიდან  86-მა უკვე გააკეთა არჩევანი.

 

ასევე, როგორც შევიტყვეთ, არჩევნების დღეს ბორჯომის 17.36.01 უბანზე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეტება ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე უწევს, რაც პირდაპირი დარღვევაა.

 

უბანზე, ჩვენ უახლოეს წუთებში ვიქნებით და დამატებით ინფორმაციასაც შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ: www.psnews.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია