დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/15 22:40:22

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 420 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს განასახლებს.

 

ბინების გადაცემის შემდეგ, წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი  ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება.

 

დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

 

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია