დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამჭვირვალე არჩევნები და მედია
საჩხერეში „ოცნების“ მერობის კანდიდატს „ნაციონალებმა“ ქალი კანდიდატი დაუპირისპირეს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/09/13 23:37:03

 

 მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საჩხერის ოლქში ათი პოლიტიკური სუბიექტია წარმოდგენილი:„მესამე ძალა, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ლელო, „შალვანა თელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია, „ახარია - საქართველოსთვის“, „ავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  დაზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“.

 

საჩხერეში წინასაარჩევნო პერიოდისთვის სამიპოლიტიკური ძალაა გამოკვეთილიგახარიას პოლიტიკურ ძალას საჩხერეში მერობის კანდიდატი არ ჰყავს. „ერთიანნაციონალური მოძრაობისმხრიდან საჩხერის მერის კანდიდატია ირინე გრძელიშვილიხოლოქართული ოცნების მიერ ამ პოზიციაზე წარდგენილია - ლევან ივანაშვილი.


 


 „გახარია-საქართველოსთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიას სათავეში უდგას ინგა ზაბახიძე. მან ჩვენთან საუბრისას თქვა: „საჩხერეში თითქმის ყველამ იცის, რა პოლიტიკური და ადმინისტრაციული გამოცდილება გამაჩნია. ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე თანამდებობა ბოროტად გამოვიყენე. ვხვდები ხალხს და ვგრძნობ მათგან აღიარებას. მე და ჩემს გუნდს არაფერი გვაქვს წარსულიდან დასამალი, არ გვაქვს ბიზნესები, არ მოვდივართ ვინმეს დისკრიმინაციის მცდელობით.


 

გვაქვს ჩვენი ხედვა, რომლითაც უკეთესი უნდა გახდეს თვითმმართველობა. საკრებულოს სიაში გენდერული ბალანსი დაცული გვაქვს. ძირითად მოწინააღმდეგედქართულ ოცნებასგანვიხილავ. ჩვენი გუნდის ძლიერი მხარეა პროფესიონალიზმი, გამოცდილება და პატიოსნება, რასაც აუცილებლად სათანადოდ შეაფასებს ამომრჩეველი.“

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზურაბ ცერცვაძე (ენმ-ის საარჩევნო შტაბის უფროსი) გვაცნობს შემდეგს: ჩვენი გუნდიდან მერობის კანდიდატი ქალბატონია, რომელიც რამდენიმე წლის წინ საჩხერის ადმინისტრაციიდან სპეციალისტის პოზიციიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მაჟორიტარებად გვყავს ქალბატონების მეტი წილი, სიაში კი 30%-ზე მეტია მათი ხვედრითი წილი. ჩვენს გუნდში ის ადამიანები არიან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პრინციპებისა და იდეალების ერთგულება. ყველა ჩვენგანს აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება, რაც ჩვენს ძლიერ მხარეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე მთავარ კონკურენტად განვიხილავთქართულოცნებას“.

 

 

 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსსაჩხერის შტაბის წევრი გივი აბუთიძე:საჩხერეში მერობის კანდიდატია ლევან ივანაშვილი. დაცულია გენდერული პარიტეტი სიაში: ქალთა რაოდენობაა 10, ხოლო მამაკაცთა რაოდენობა 20.წარმოდგენილ კანდიდატებს საკუთარი ბიზნესი არ აქვთ.სიაში არსებულ კანდიდატთა უმრავლესობა არის მოქმედი დეპუტატი. სხვა პარტიებში წევრობის გამოცდილება არ აქვთ. რაც შეეხება კონკურენტ პარტიებს, მათგან რაიმე სერიოზული აქტივობები არ იკვეთება. ჩვენი ძლიერი მხარეებია გუნდურობა, თითოეული თემისა თუ სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტული საკითხების ცოდნა და მათზე მუშაობის ხანგრძლივი პრაქტიკა“. 


 

სტატია ქვეყნდება პროექტისგამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდღია საზოგადოება-საქართველოსპოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 725
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია