დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ძნელი არჩევანი დედასა და მამას შორის
2010/05/31 13:20:35

ხშირად, როდესაც ოჯახი ინგრევა, ყოფილ მეუღლეებს შორის ყველაზე რთულად გადასაჭრელი საკითხი შვილების განაწილების პრობლემაა. გაუთავებელი სასამართლო პროცესებითა და მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობით ყველაზე მეტად სწორედ შვილები ზარალდებიან.

მაინც რას ითვალისწინებს სასამართლო, როდესაც ყოფილ მეუღლეებს შორის შვილების მიკუთვნების საკითხს არკვევს.

ახლახანს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე სიმონ ჩხაიძის თავმჯდომარეობით ყოფილ მეუღლეებს, თამაზ დ-სა და ნინო შ-ს შორის სამოქალაქო დავა განიხილა. სხდომაზე მესამე პირის სტატუსით სოციალური მომსახურების სააგენტო იყო წარმოდგენილი.

მარტვილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილები ექვსი წლის ზურაბი და შვიდი წლის მარიამი აღსაზრდელად დედას გადაეცა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით კი მამამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. მანამდე ბავშვები ცალ-ცალკე, ქალიშვილი დედასთან, პატარა ბიჭი კი მამასთან ცხოვრობდა. მარტვილის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მამამ ისარგებლა იმით, რომ ყოფილი ცოლი ბავშვებთან ურთიერთობას არ უშლიდა და ორივე შვილი თავისთან წაიყვანა, შემდეგ კი მათ დედასთან ურთიერთობის საშუალება მოუსპო.

სასამართლომ, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისწავლა ორივე მშობლის ოჯახური მდგომარეობა, გაარკვია მათი ყოფითი პირობები, რომელ ოჯახში უკეთესი მდგომარეობაა ბავშვების აღზრდისათვის, აქვთ თუ არა მათი გამოკვების, სანიტარულ-   ჰიგიენური პირობების დაცვის საშუალება. რა პირობებია ოჯახში შვილების სულიერი აღზრდისათვის.

როგორია მათი ოჯახის ღირებულებები და სხვა, რის საფუძველზეც მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც შვილების აღზრდისათვის უკეთესი პირობები დედის ოჯახს აღმოაჩნდა. სასამართლომ მხედველობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ეს დასკვნა მიიღო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას დაადგინა, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ დავა ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტა. რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა ორივე მშობლის მატერიალური მდგომარობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები არ არის საკმარისი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსასაზღვრად, ბავშვებისათივს აუცილებელი ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან, აღიქვამდნენ მათ ძვირფას, მათზე მზრუნველ ადამიანებად, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ თვალსაზრისით ბავშვებისათვის უმჯობესია დედასთან ცხოვრება, რადგანაც ის მათ მამასთან ურთიერთობას არ უშლიდა. მამა კი პირიქით, ცუდად მოიხსენიებდა ყოფილ მეუღლეს და შვილებს დედასთან ურთიერთობას უკრძალავდა.

ამიტომაც არჩევანი დედაზე გაკეთდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია