დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/08/27 16:53:57

დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე სპეციალურად მოწყობილ,  ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში  აიცრებიან. იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.

 

პროექტის ფარგლებში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქ.თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად მოინახულა.

 

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში დღეიდან  მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.

 

იმუნიზაცია მოქალაქისთვის სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი.  მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

 

ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი - დღეიდან,  იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება.

 

ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის  Covid-19 წინააღმდეგ  სწრაფი  რეაგირების  პროექტის  ხელშეწყობით ხორციელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია