დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოწყვლადი ჯგუფებისთვის დასაქმების ხელშეწყობა უფრო გაძლიერდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/08/14 23:12:32

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

თანამშრომლობის მიზანია, მარტოხელა დედების,  ძალადობის მსხვერპლი პირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშეწყობა.

 

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია „ზრუნვის სააგენტოს“ ბენეფიციართათვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე, ბენეფიციართა საკვანძო კომპეტენციების განვითარება, პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით მათი დასაქმების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას და რეაბილიტაციას საზოგადოებაში.

 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძე და  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა მოაწერე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია