დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის კაბინეტი მოეწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/08/14 22:56:49

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში  ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს.

 

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული  მოქალაქეებისა და დევნილებისთვის სპეციალური იმუნიზაციის კაბინეტი მოეწყო.

 

მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესს. ერთი მხრივ, მობილური ამბულატორიები ჩაგვყავს დევნილთა დასახლებებში და მეორე მხრივ, ვუზრუნველყოფთ მათ ტრანსპორტირებას სხვადასხვა კლინიკებში. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. მოვუწოდებ ჩვენს დევნილებს გაიკეთონ აცრა, დაიცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,  - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესა და  ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანთან ერთად გაეცნო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია