დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი პირველად აირჩია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/08/04 22:04:14

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციის გათვალისწინებით კომისიაში რვა წევრი პარლამენტის მიერ არის არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი.

 

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს. დღევანდელ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ცესკომ თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან აირჩია. პ/გ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ცესკოში დანიშნულ გიორგი სიორიძეს ხმა კომისიის 15-მა წევრმა მისცა, ხოლო ორმა თავი შეიკავა. 

 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა საფუძველი დაუდო მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმას - „ამ რეფორმის ფარგლებში, ყველა უფლებამოსილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ დანიშნა კომისიის წევრი და ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან ფუნქციონირებას 17 წევრით იწყებს, და ეს მიუთითებს ამ ორგანოს მრავალფეროვნებაზე, იმაზე, რომ ეს კოლეგიური ორგანო კიდევ უფრო მეტი დაკვირვებისა და გამჭვირვალობის რეჟიმში გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას. დღეს სხდომაზე აირჩა თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური მხრიდან. ასე რომ დღეიდან ინსტიტუციას ჰყავს 2 მოადგილე“.

 

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი შემადგენლობის უმრავლესობით გამომიცხადა ნდობა. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ყველა იმ პირს, ვინც მე ნდობა გამომიცხადა. მთავარი პრინციპი ჩემთვის იქნება ამ ქვეყნის სამსახური. საარჩევნო ადმინისტრაცია ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი, საკონსტიტუციო ორგანო და მე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტს“,-განაცხადა გიორგი სიორიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია