დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური პარტიები საჩივრების ელექტრონულად წარდგენის ახალ პროგრამას გაეცნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/31 18:23:48

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალი ელექტრონული სერვისი დანერგა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე საჩივრების ონლაინ წარდგენას მოიცავს. აღნიშნულ ინიციატივას დღეს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ცესკოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შარაბიძემ გახსნა.

 

ღონისძიებაზე განიხილეს ელექტრონულად საჩივრის წარდგენის, უფლებამოსილი პარტიების მიერ  წარმომადგენელთა რეგისტრაციისა და კომისიების წევრების დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებული სიახლეები. ასევე, დაინტერესებული საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კანდიტატების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები.

 

ელექტრონული რეგისტრაციების დანერგვის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტურად წარმართვა, პროცედურების გამარტივება საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის და მათთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 401
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია