დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
იქ, სადაც პომპეი ვანს ხვდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/29 18:14:23

თუ უახლოეს დღეებში საქართველოში მოგზაურობას აპირებთ და გეზი დასავლეთისკენ გაქვთ აღებული, არის ერთი ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

 

ვანი პატარა, მწვანეში ჩაფლული, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალაქია, თუმცა თუ კარგად გამოიკვლევთ, აღმოაჩენთ რომ ამ ქვეყნის საგანძურს ინახავს. 

 

ვანი ანტიკური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ისტორიის და კულტურის ათვლა სწორედ აქედან იწყება. ნაქალაქართან ერთად, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა, მთავარ ღირსშესანიშნაობას ვანის არქეოლოგიური მუზეუმი წარმოადგენს, რომელიც განახლებული სახით გასულ წელს გაიხსნა და უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მასპინძლობს დამთვალიერებლებს.

 

 

თუ ვანში მოხვდებით, ეს ნიშნავს, რომ ანტიკური ცივილიზაცია, ისტორია და კულტურა თქვენი ინტერესის საგანია და თუ ასეა, წელს ზაფხულში ძალიან გაგიმართლათ. ვანის აქეოლოგიური მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია თავისთავად ხომ ძალიან შთამბეჭდავია და ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის როგორი განვითარებული და პროგრესული იყვნენ ჩვენი წინაპრები ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან, თუმცა თუ სწორედ აქ და ახლა ეწვევით ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, შეძლებთ ანტიკური სამყაროს კიდევ ერთი, მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის - ქალაქ პომპეის - საგანძურის დათვალიერებას.

 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი პირველ დროებით, საერთაშორისო გამოფენას „სიცოხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ მასპინძლობს. გამოფენა ძველი რომის  ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს წარმოგიდგენთ და ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარულ დიდებულ ქალაქს მისი არქეოლოგიური პარკიდან ჩამოსული ათეულობით ექსპონატით გაგაცნობთ.  

 

 

პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ ახლოდან გვაჩვენებს რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებას. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში და ამ დრომდე მთელი სამყაროსთვის ახალი აღმოჩენების წყაროდ რჩება.

 

პომპეის საგანძურს ვანში ეთმობა როგორც ცალკე საექსპოზიციო სივრცეები (1 დარბაზი და მუზეუმის საზოგადოებრივი სივრცე), ის ასევე ინტეგრირებულია მუზეუმის მუდმივმოქმედ ექპოზიციაში, დამთვალიერებლისთვის კი უნიკალურ გამოცდილებას ქმნის შესაძლებლობა - გაეცნოს ანტიკური სამყაროს ისტორიას, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის მაგალითზე.

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც კედლის მხატვრობის, ისე ოქრომჭედლობის ნიმუშები და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები, ასევე ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი და სხვ. გამოფენის სტუმარი ფეხდაფეხ მიჰყვება ანტიკური ეპოქის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას როგორც ვანის, ისე პომპეის მაგალითზე და ასე სრულიად უნიკალურ ცოდნას იღებს კაცობირიობის უძველესი ცივილიზაციების წეს-ჩვეულებების შესახებ.

 

გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა და ის სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, შემდეგ კი თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადმოინაცვლებს.

 

 

 

თიბისი, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური პარტნიორი, ამ გამოფენის მხარდამჭერია.

 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმში, ამ გამოფენაზე  სტუმრობა 18 ივლისიდანაა შესაძლებელი და ვიზიტთან დაკავშირებით დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია