დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია – თურნავა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/08 08:17:48

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს.


მიუხედავად იმ დიდი დარტყმისა, რაც პანდემიამ ტურიზმს მიაყენა, თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ტურიზმის აღდგენის კარგი მაჩვენებლები გვაქვს და ჩვენი სამიზნე მაჩვენებელებია – 2025 წელს სულ მცირე 4,240,000,000 დოლარზე მეტი შემოსავალი შემოვიდეს ტურიზმიდან. 2019 წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,268,654, 058 დოლარი და ეს იყო რეკორდული წელი. ხოლო 2030 წელს ვფიქრობთ, ეს რეკორდული მაჩვენებელი გავაორმაგოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.


რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს 10 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წლისთვის კი საქართველოს სულ მცირე 13-14 მლნ ტურისტი ესტუმრება. როგორც ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, ეს ნიშნავს რეგიონულ განვითარებას, რადგან ტურისტული ობიექტების უმრავლესობა სწორედ რეგიონებში განვითარდება.


რაც შეეხება ტურიზმის განვითარების კომპლექსურ სტრატეგიას, რომელზეც ნათია თურნავას უწყება მუშაობსმინისტრის განცხადებით, სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან, მათ შორისაა მსხვილი ტურისტული პროექტები. მათი კონცეფცია ორიენტირებული იქნება ისეთი ტურისტული პროექტების განხორციელებაზე, სადაც საქართველოს აქვს მსოფლიოში უნიკალური უპირატესობა.


მისი ინფორმაციით, ტურიზმის სტრატეგიის მეორე, ტრადიციული მიმართულება საქართველოს კურორტების განვითარებაა. ნათია თურნავას თქმით, აქ საუბარია არამხოლოდ მსხვილ, ცნობილ კურორტებზე, სადაც უამრავი რამ კეთდება და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, არამედ შედარებით მივიწყებულ კურორტებზე, რომლებიც თავის დროზე საკმაოდ მოთხოვნადი იყო და ახლა საჭიროა მათი პოტენციალის რეალიზება.


მესამე მნიშვნელოვან მიმართულებად ნათია თურნავამცირე სასახლეებსასახელებს.


როდესაც ამაზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტში არის ასეთი საინტერესო ობიექტი და პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვთხოვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, გუბერნატორებს, თვითმმართველობებს, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებულ მსგავს ღირშესანიშნაობებზე. ეს იქნება ჩვენი შემდგომი მუშაობის საგანი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია