დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/03 01:11:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად საქართველომ  "სინოფარმის" და "სინოვაკის" 1 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1 მილიონი დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოვიდა.

 

"სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი  კი - 5 ივლისიდან დაიწყება.

 

ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა.

 

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.

 

ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია