დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რჩევები აბიტურიენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებამდე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/06/30 14:24:54

 შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს რჩევებს აძლევს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მათ ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებამდე.


„აბიტურიენტები კარგად უნდა დააკვირდნენ საგამოცდო ბარათს, რომ ზუსტად ნახონ მისამართი და ცენტრში გამოცხადების დრო. წელს გვაქვს ორი სესია შარშანდლისგან განსხვავებით. ამიტომ, სხვადასხვა დრო არის რეგისტრაციის. დილის 8:00 საათი და შუადღისას, 14:00 საათი. მან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი.

უნდა მოვიდეს პირბადით და ის გამოიყენოს მთელი მუშაობის განმავლობაში. შეუძლია თან იქონიოს შავი საწერკალამი და წყალი.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნივთი, რასაც მოიტანს, ეს იქნება ტელეფონი თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა, აუცილებლად ჩააბაროს გარდერობში.

შევახსენებ მათ, ტელეფონის ან ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, ან ნებისმიერი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს, სამწუხაროდ, გაფრთხილების გარეშე მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან",- განაცხადა გორგოძემ.


რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კოვიდინფექცია, გორგოძის განმარტებით, ისინი საგამოცდო ცენტრებში არ უნდა გამოცხადდნენ.

„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში აბიტურიენტი აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზზე. ის არ მობრძანდება საგამოცდო ცენტრში. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ყველა ის პირი, რომელიც აღმოჩნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთიან ბაზაში, გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებს, რომელსაც ჩვენ დავნიშნავთ მას შემდეგ, რაც ინფიცირებიდან 14 დღე გავა",- განაცხადა გორგოძემ.


ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.


წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია