დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/06/21 00:02:00

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

 

უახლესი მონაცემებით, ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობის, სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების შედარებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების შედეგად, ასევე პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის მონაცემების გათვალისწინებით, სკოლის მიღმა დარჩენილ პირთა რიცხვი დღეის მდგომარეობით  6,885-მდე შემცირდა.

 

მნიშვნელოვანია, რომ 1000-ზე მეტმა ბავშვმა უკვე გაიარა რეგისტრაცია და სექტემბრიდან შემოუერთდებიან  სასწავლო პროცესს. გარდა ამისა, მონაცემთა საგრძნობი შემცირება განაპირობა უცხოელ პირებთან აღრიცხვის პრობლემების მოწესრიგებამ, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფი იმ ბავშვების გამოვლენამ, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეები არიან.

პირველკლასელთა რეგისტრაციის III (საყოველთაო) და IV ეტაპებზე მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მონაცემები კიდევ შემცირდება და რეალურ ოდენობას დაუახლოვდება. გარდა ამისა, ამ ეტაპზე არსებულ სურათს შეცვლის სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობა, რომელთა მიზანს მოზარდთა ფორმალურ განათლებაში ჩართვა წარმოადგენს.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია, პირველ რიგში, იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთა განათლების უფლება დარღვეულია და მათთვის  შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მოქნილად გაცვალონ ინფორმაცია და დროულად გამოავლინონ ის ბავშვები, რომლებიც 6 წლის ასაკში განათლების სისტემის მიღმა დარჩებიან.

 

მარტში გამოქვეყნებული პირველადი შედეგებით, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. მომდევნო ეტაპზე ეს მონაცემი 9 200-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია