დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ ჩხენკელი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/06/15 21:57:29

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს:

 

„ძვირფასო მოსწავლეებო,

მსურს, მოგილოცოთ 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება! ვინაიდან პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია გამკლავება ვირუსის შედეგებთან.

 

ჩვენ მცდელობა არ დავიშურეთ, რომ პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოვახერხეთ. ძალიან მიხარია, რომ, საბოლოოდ, თქვენი საკლასო ოთახებში დაბრუნება შევძელით, მეგობრებისა და მასწავლებლების გარემოცვაში ყოფნა მართლაც ბედნიერებაა.

 

მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამძლეობისთვის თქვენ და თქვენს მასწავლებლებს, რომლებმაც, დამეთანხმებით, დიდი შრომა გაწიეს, საქმისადმი ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით შეძლეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს ისევ საკლასო ოთახებში შეხვდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება.

 

ხვალიდან საზაფხულო არდადეგები იწყება. მინდა გისურვოთ კარგი და სასიამოვნო დასვენება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია