დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/06/11 00:49:24

10 ივნისს ახალციხეში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვისფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართა.

 

ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა 50-მა კომპანიამ 300-მდე ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

 

ფორუმში ჩაერთო 250-მდე სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

 

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ახალციხის დასაქმების ფორუმის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო კვლავაც აგრძელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ფორუმებს.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია