დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა
2021/05/22 13:09:00

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში აზოტის ქვეჟანგის, ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა. ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგებისგან ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ. გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ფარმაცევტული  პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა. უკანონო საექიმო საქმიანობისთვის კი 4 სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.    

 

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ,  შესწავლილ იქნა სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისას, სედაციის მიზნით, ფარმაცევტული პროდუქტის - აზოტის ქვეჟანგის გამოყენების და აგრეთვე, სავარაუდო უკანონო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტები. დარღვევა გამოვლინდა 2 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში. ორივე დაწესებულება  იყენებდა არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს. გარდა ამისა, ორი დაწესებულებიდან ერთ-ერთში ინჰალაციურ ანესთეზიას არ ანხორციელებდნენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და შესაბამისად გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა. აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი ოქმები გადაგზავნილია სასამართლოში. გარდა ამისა, უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, სტომატოლოგების საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს“ - აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია