დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს ქვეყნის მასშტაბით 15 299 მოსწავლე დარეგისტრირდა
2021/05/14 22:27:00

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველი დღე ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის გარეშე წარიმართა.

 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge-ზე 13 მაისის 6 საათის მონაცემებით, საქართველოს 2085 საჯარო სკოლაში 15299 მოსწავლე დარეგისტრირდა.

 

პირველკლასელთა რეგისტრაცია 5 ივნისს დასრულდება, ხოლო 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 

ცნობისათვის: სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სკოლებში 472 მოსწავლე, ხოლო მეორეზე 21 998 მოსწავლე დარეგისტრირდა. საყოველთაო რეგისტრაციისთვის სკოლებში 61 555 ვაკანტური ადგილი იყო.  მესამე ეტაპის საბოლოო შედეგები 5 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სკოლებში რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი  განხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია