დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
აღარ გვყავს გურამ დოჩანაშვილი...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/04/03 17:34:45
დღეს კიდევ ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა დედამიწაზე... გურამ დოჩანაშვილის დიდი და ტკივილიანი ეპოქა!...
სოციალურ ქსელში უამრავი სიტყვა დაიღვარა ამ ეპოქასთან გამოსამშვიდობებლად... ჩვენ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ: 
იზა ვეფხვაძე:
 
"სიყვარულს მოუკვდა უერთგულესი შვილი...დაგვტოვა სიყვარულის მასწავლებელმა...
სამყარომ ფერი დაკარგა...
ცხოვრება აღარ არის მშვენიერი...
წავიდა ეპოქალური ქართველი, რომელმაც ყველაზე წმინდა და ფასეული სიტყვები დაუტოვა სამყაროს__ " დედამიწას სიყვარული ატრიალებს"...
აღარ გვყავს გურამ დოჩანაშვილი...
სიტყვები უძლურია...
ბატონო გურამ, გული მიტირის, როგორ უსაზღვროდ მიყვარხართ...ასე მგონია სამყარო დაობლდა...ძნელი იქნება უთქვენოდ...
ვუსამძიმრებ საქართველოს, ყველა ქართველს, ბატონი გურამის ოჯახს...
რამდენი ქართველის თვალზეა ახლა ცრემლი.
სიყვარულს მოუკვდა თავისი უერთგულესი შვილი...
ასეთებთან დრო უძლურია: იყო, არის იქნება...
როგორც სიცოცხლეში ყოველი შეხვედრისას, ახლაც იგივეს გეტყვით: მე თქვენ მიყვარხართ, რადგან მიწიერთაგან თქვენ მასწავლეთ სიყვარული...
თქვენ სიყვარულის მასწავლებლად მოგავლინათ უფალმა მიწიერ სამყაროში..."
ზვიად კორძაძე:
"გურამ დოჩანაშვილი
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია