დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების რეფორმა
ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/04/03 16:41:07

 

 

ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა. პროფესიული სტუდენტები განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში გააგრძელებენ სწავლას. კოლეჯი 700 სტუდენტზეა გათვლილი და ყველა ასაკის მსურველი შეძლებს დაეუფლოს სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურებებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე. კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.


კოლეჯის გახსნის ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და  სხვა დაინტერესებულ პირებთან  ერთად დაესწრო.


თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და, შესაბამისად, ამ სფეროში  მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება. კერძოდ, უმჯობესდება არსებული კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენდება ახალი კოლეჯები, ინერგება მოთხოვნადი პროფესიული პროგრამები და მიმდინარეობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება-გადამზადება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია