დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართლის სფეროს სტუდენტების მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
2021/04/02 17:11:12

უმაღლესი იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრებმა  – მიხეილ ჩხენკელმა და გოჩა ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სფეროს აკადემიური პროგრამების სტუდენტების მხარდაჭერას თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებისა და განმტკიცების თვალსაზრისით.

 

მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული მიმართულების ფაკულტეტების სტუდენტები პრაქტიკას და სტაჟირებას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაივლიან, რაც ახალგაზრდებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული განათლება და შეიძინონ საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროში სტაჟირებისათვის სტუდენტებს შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ.

 

მემორანდუმი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესების ორგანიზებასაც ითვალისწინებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 849
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია