დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანა დოლიძის საქართველს პრეზიდენტს მიმართავს: მიანიჭეთ დათა ვანიშვილს ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის
2021/03/26 00:42:39

მოძრაობახალხისთვისლიდერი ანა დოლიძე მოუწოდებს საქართველს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიანიჭოს დათა ვანიშვილს ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის.

 

მინდა მივმართო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - მას დღეს შეუძლია დანიშნულებისამებრ, სასარგებლოდ გამოიყენოს ის ერთ-ერთი მცირე უფლებათაგანი, რომელიც მას დარჩა. ეს უფლება ეხება ორდენებისა და ჯილდოების მინიჭებას. დღეს დაასაფლავეს ჩვენი ანტისაოკუპაციო ძალის სიმბოლო, ადამიანი, რომელმაც მშვიდობიანად, კეთილგონიერებით, სტუმართმოყვარეობით შეინარჩუნა მეხსიერება საოკუპაციო ხაზთან, შეინარჩუნა ქართველობა და ქართული ღირსება. ვგულისხმობ დათა პაპას, ანუ დათა ვანიშვილს.

 

ეს არის მოხუცი, რომელმაც საერთაშორისო დონეზე გაგვითქვა სახელი იმ მავთულხლართებთან, რომელიც ყველას გვტკივა და ეს ტკივილი დათა პაპამ ყველას გააცნო. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებასმართლაც, ყველასთვის სამწუხარო ფაქტია, რადგან ის იყო ამ ანტისაოკუპაციო მეხსიერების სიმბოლო. დღეს რა შეგვიძლია გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ მას პატივი მივაგოთ. მივმართავ სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო სალომე, თქვენ შეგიძლიათ დათა პაპას გარდაცვალების შემდგომ მიანიჭოთ ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის. ეს ორდენი აქვს ჩვენ სახელმწიფოს და გაიცემა სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვეულებრივმა მოქალაქემ გამოავლინა ისეთი თავდადება, რითაც გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო, თვითშეგნება, თვითმყოფადობა და კულტურა.

 

ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება, მართალია, სიმბოლური, მაგრამ რაღაცით ხაზი გაესმება ასეთი ადამიანების ღვაწლს ჩვენი ერის წინაშე. ვფიქრობ, კარგი დრო იქნება, რომ თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ დავუფასოთ ღვაწლი. ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის ნამდვილად ეკუთვნის დათა პაპას და მის ოჯახს. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე, მოგიწოდებთ ქალბატონო სალომე, რომ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია