დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უვადო პატიმრობა ყაჩაღობისათვის
2010/05/24 12:22:07

2010 წლის იანვრის ბოლოს ქუთაისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შედეგად აფხაზეთიდან დევნილი ცოლ-ქმარი ნური და ნათელა ფიფიები გარდაიცვალნენ.

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი სამი პირი კი - მაიზერ კვანჭიანი, თემურ გულბანი და გიორგი ფარჯიანი პოლიციამ მალევე დააკავა. ისინი სასამართლოს წინაშე უმძიმესი ბრალდებებით წარსდგნენ. როგორც ძიებამ გაარკვია, მაიზერ კვანჭიანი თავის ბიძაშვილ თემურ გულბანთან ერთად ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებ გიორგი ფარჯიანს დაუკავშირდა და ყაჩაღური თავდასხმის გეგმის შედგენას შეუდგნენ. ფარჯიანს გამოჰკითხეს, მის მეზობელთაგან ვის შეიძლება ჰქონოდა ფული და ძვირფასეულობა, მან კი დაუსახელა ნური და ნათელა ფიფიები, რომლებმაც, თურმე, დედამისს 400 ლარი ასესხეს.

სწორედ მათ მიერ გაწეული სიკეთის სანაცვლოდ აღმოჩნდნენ ფიფიები ყაჩაღების სამიზნე, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ფიფიებს ფული კიდევ ექნებოდათ.

თავდასხმა 25 იანვარს, ღამით მოხდა, ბინაში მაიზერ კვანჭიანი და თემურ გულბანი შევიდნენ, გიორგი ფარჯიანი კი მათ გარეთ ელოდებოდა. თავდამსხმელებმა ნური და ნათელა ფიფიებს ჯერ წებოვანი ლენტით ხელ-ფეხი და პირი აუკრეს, შემდეგ კი თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია. თავდამსხმელებმა ბინიდან 100 ლარის და „დივიდი“-ს წაღება შეძლეს. ისინი პოლიციამ 26 იანვარს დააკავა. საქმის განხილვა ქუთაისში მოსამართლე ლევან თევზაძის თავმჯდომარეობით წარიმართა. სასამართლომ ორ მათგანს: მაიზერ კვანჭიანს და თემურ გულბანს უვადო პატიმრობა, გიორგი ფარჯიანს კი თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია