დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნების ადმინისტრირება და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/03/12 18:37:53
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, პარლამენტის საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.. შეხვედრაზე განიხილეს არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან, „კარგი მმართველობის ინსტიტუტი ” და IFES საქართველო. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს: 
  1. მომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაცია-იდენტიფიკაციისა და ხმის დათვლის ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები; 
  2. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო გამოცდილება;
  3.  კარგი მმართველობის ინსტიტუტის პოლიტიკის დოკუმენტი - „საარჩევნო ადმინისტრაცია და ელექტრონული ტექნოლოგიები მეტი დემოკრატიისთვის“.

 

დისკუსიის ბოლოს გაიმართა ელექტრონული საარჩევნო პროცესის მოდელირება, ამომრჩეველთა ელექტრონული იდენტიფიკატორისა და ხმის დათვლის ოპტიკური სკანერის გამოყენებით. 
სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ: პარლამენტის საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ლევან იოსელიანი და შალვა პაპუაშვილი, სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე - საერთაშორისო და ადგილობრვი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
სამუშაო შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ: 
  • მაიკლ იარდი – კიბერუსაფრთხოებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მთავარი მრჩეველი
  •  ირაკლი ხორბალაძე – კარგი მმართველობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი 
  • ტიგრან მუკუჩიანი – სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 
შეხვედრას უძღვებოდაქეთევან მაისურაძე - IFES საქართველოს ხელმძღვანელი. ხოლო პარლამენტიდან მონაწილეობდნენ:
● ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; 
● დავით მათიკაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
 ● გიორგი კახიანი; 
● კახი კახიშვილი; 
● ალეკო ელისაშვილი; 
● დავით ზილფიმიანი.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია