დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაიამ პარტია "თავისუფალი საქართველო" დატოვა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას დამოუკიდებლად აგრძელებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/03/07 14:33:00

გოგი წულაიამ  პარტია "თავისუფალი საქართველო" დატოვა, თუმცა პოლიტიკიდან არ წასულა. უფრო მეტიც, ის ხელისუფლების წინააღმდეგ დამოუკიდებელ ბრძოლას იწყებს.

 

ქუტაისში, პარლამენტის შენობასთან  სპეციალური ბრიფინგი გამართა და პარტიის დატოვების მიზეზები განმარტა. როგორც წულაიამ განაცხადა,მას ბრძოლისთვის მეტი თავისუფლება სჭირდება. ასევე, მას აქვს ამბიცია, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლას დამოუკიდებლად უკეთ შეძლებს.

 

გოგი წულაია არც იმას გამორიცხავს, რომ სამომავლოდ შესაძლოა თვითონვე ჩამოაყალიბოს პარტია ან რომელიმე პარტიაში გაერთიანდეს.

"კახასთან ერთად ამ პარტიას წლები ვაკეთებდი, ვიყავით ოპოზიციაში, მრავალი წელია ერთად ვიბრძვით. დადგა, ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე, პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას. მირჩევნია, როგორც გოგი წულაიამ ისე ვიბრძოლო. პარტიაში თავისუფლება იყო, მაგრამ მაქვს ამბიცია, რომ ცალკე უფრო მოვახდენ თავის რეალიზებას.
შემდეგ შეიძლება ვიფიქრო, რამე პარტიის ჩამოყალიბებაზე, ან შესაძლოა, მიხილოთ, რომელიმე არსებულ პარტიაში"
, - განაცხადა ბრიფინგზე გოგი წულაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან "მშვიდობა".

2004–2008 წლებში გახლდათ საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები". ამის შემდეგ ის შეუერთდა პარტიას "თავისუფალი საქართველო". ამავე პარტიიდან 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატი გახლდათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია