დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრძოლა გამარჯვებამდე
"დანაშუალი ახლა შიში და უკან დახევაა" - ასე აფასებს ნიკა მელია მისთვის მანდატის მოხსნას და შემდგომ პროცესებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/02/16 18:10:37

"გავრილოვის დავალება შესრულებელია ამას კარგად ხედავს საზოგადოება. ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი, ამ ადამიანებმა, პარლამენტარებად წოდებულებმა და რუსეთის მე-5 კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა და ქუჩაშიი გამოვიდა. ვინც გააპროტესტა და სამშობლოს გამოესარჩლა. ვერდიქტი გამოუტანეს ყველას, ვინც მსხვერპლი იყო, ვისაც ტყვიები ესროლეს, ხელკეტი მოუქნიეს, დევნა ახორციელეს. ვისაც თვალები დათხარეს და სამშობლო მოსტაცეს" -აცხადებს ნიკა მელია 

 

ყველას მინდა ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, არა  გავრილოვის განაჩენს. 

 

ახლა არ არის დრო პარტიული პოლიტიკის, ერთ მხარეს არის   ქართული  ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტი რეჟიმი, ერთ მხარესაა თავისუფლება და მეორე მხარეს - მონობა. 

 

ამიტომ შეუძლებელია უკან დახევა. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. სანამ არ ვუზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. 

 

ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. თუ კი ახლა რამეა დანაშუალი, შიში და უკანდახევაა. გამარჯვებამდე დაგემშვიდობებით".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია