დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 32 კომპანია შეამოწმეს და 1,5 მილიონამდე პარკი დალუქეს
2021/02/11 21:20:00

არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბური შემოწმება განახორციელეს.

 

გარემოსდაცვითი ინსპექტირების თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 32 ობიექტი შეამოწმეს და, ჯამში, 1 493 490 ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს. 

 

ინსპექტირების შედეგად, კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

 

„საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია, პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს  და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია