დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქველმოქმედო აქცია გელათში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/02/02 23:56:28

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია, რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“-ს პარტნიორობით კიდევ ერთი ტრადიციული საქველმოქმედო აქცია გაიმართა.


ამჯერად ამ ერთობლივი აქციის ფარგლებში სოფელ გელათს ვსტუმრობდით. ჩვენი მთავარი მასპინძელი აგროსახლი „ქორენა“ და მისი სულისჩამდგმელი ქალბატონი მაიკო კეზევაძე გახლდათ. სწორედ აქ შევხვდით ამ სოფელში მცხოვრებ იმ თვალხატულა გოგო-ბიჭებს, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან, რომელთაც ზამთრის ტანსაცმელი და საუკეთესო მხატვრული ლიტერატურა გადავეცით საჩუქრად.


ჩვენი იმერული ოდის მასპინძელი კი ყველას ერთად ტრადიციული გულუხვი სუფრით გაგვიმასპინძლდა: ხაჭაპურით, პიცით, ტკბილეულით, წვენებით თუ ჟელეს ტორტით, რასაც ისეთი მხიარული მუსიკებიც მოჰყვა, რომ დიდები და პატარები ერთად აგვაცეკვა.


ამ ბავშვების ბედნიერი სახეების დავიწყება შუძლებელია...


აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ უკვე 8 წელზე მეტია წიგნიერების საქველმოქმედო აქციებს მართავს და ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი მუდმივი მხარდამჭერებისა და შემომწირველების გარეშე, რომელთა შორის პერსონალურ ადამიანებთან ერთად, ისეთი კომპანიებიც არიან, როგორიცაა: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, „სარაჯიშვილი“, „თელიანი ველი“, „თელავის ღვინის მარანი“ და სხვები. არასოდეს დავიღლებით მათ მიმართ მადლიერების გამოხატვით, რადგანაც სამომავლოდაც მათთან ერთად მრავალჯერ ვაპირებთ ბავშვების გახარებას.

 

ნატო გუბელაძე /მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ დამფუძნებელი/

მარიკა ვაჭარაძე /რეგიონალური ინიციატივების ცენტრის, „ნათელი მომავალი“-ს დამფუძნებელი/

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია