ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 179 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 პაციენტი გარდაიცვალა. თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, იმერეთში - 164. დანარჩენი შემთხვევები ქცეყბის სხვა რეგიონებშია დაფიქსირებული.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 97 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 69 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი.