დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
2020/11/13 17:34:04

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოაწარმოე საქართველოში“ 13 ნოემბრიდან აცხადებს განაცხადების მეოთხე ნაკადის მიღებას  „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვისპროგრამის ფარგლებში.

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას. კერძოდ, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისთვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

 

პროგრამის პირობები:

 

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტოაწარმოე საქართველოშიგანახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად.

 

თანადაფინანსების თანხის ნახევრის მიღების შესაძლებლობა აქვს მეწარმე სუბიექტს იმ სესხზე, რომელზეც სააგენტოს მიერ ამ პროგრამის ფარგლებში  ერთხელ უკვე განხორციელდა 6 კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა.

 

თანადაფინანსების  თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.

 

1.    არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

2.    არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;

 

· თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს:

1.    5 000 000 ლარს - ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში

2.    1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასიაშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში

3.    1 650 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასიევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;

 

· კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

 

· სასტუმრო უნდა მოიცავდეს მინიმუმ 4 ფუნქციონირებად ნომერს;

 

· მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის  მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80% გაცემული უნდა იყოს  სასტუმროს  შეძენის /მშენებლობის /გაფართოების /აღჭურვის /რემონტის /რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;

 

· პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი:

 

1.     რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად

 

თუ ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ უკვე ერთხელ განხორციელდა 12 კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია