საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ
2020/11/09 19:02:00

9 ნოემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეებისათვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით პირველი ივნისიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების სამუშაო გრაფიკი გაიზარდა და ნაცვლად 09:00-დან  18:00 საათისა, 09:00-დან 24.00 საათამდე გასცემენ 4 000-ზე მეტ სერვისს; თუმცა, არსებული ეპიდსიტუაციის და 22:00 საათის შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, განახლებული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას.

 

რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იუსტიციის სახლის თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში 9 ნოემბერს და შემდგომ დღეებში 21:00-დან 00:00 საათამდე პერიოდში ჰქონდათ ვიზიტი დაჯავშნილი, სერვისის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ  იმავე დღეს, მაგრამ ნაცვლად ღამის საათებისა, უნდა მობრძანდნენ დილის 09:00-დან  11:00 საათამდე; იმ შემთხვევაში კი, თუ ეს დრო მათთვის მისაღები არ არის, მომხმარებლები უნდა დაუკავშირდნენ სატელეფონო ცენტრს (2 405 405) და  იუსტიციის სახლი მათ ვიზიტისათვის ალტერნატიულ დროს შესთავაზებს. სამუშაო საათებში ვიზიტს, დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით შეძლებს.

 

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელმა იუსტიციის სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს. მოქალაქეები სერვისს მათთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს პორტალზე (my.gov.ge) დაჯავშნის; ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ხუთენოვანი ელექტრონული სისტემა მოქმედებს. დაინტერესებული პირი დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს. სერვისის მისაღებად:

 

        მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული ჯავშნის კალენდარი; მომხმარებელმა პორტალზე  კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, როდესაც სურს იუსტიციის სახლში ვიზიტის ჩანიშვნა;

 

        დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

 

        წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

 

        ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია