დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში იმართება
2020/11/05 18:55:00

3-6 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს მასპინძლობს. პანდემიის გამო ფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში იმართება.

 

ფესტივალის ფარგლებში გამოცხადდა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსი; კინორეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა ფიჩინგის ტრენინგი ჩაატარა, დღეს კი ჟიურის წევრების წინაშე 17 ახალბედა კინორეჟისორი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტს წარადგენს. სამ საუკეთესოს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

 

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი წელს 5 ქვეყნის 5 საუკეთესო კინოსკოლას აერთიანებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, არგენტინისა და საქართველოს კინოსკოლების სპეციალური 120 წუთიანი კინოპროგრამების ნახვა ე.წ. Live Stream-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.

 

ფესტივალი 6 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება; ფორუმის I, II და III ადგილის ლაურეატებს ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ სცენარის განვითარებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ცერემონიაზე კინოპროგრამის გამარჯვებულებიც დასახელდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური/ანიმაციური ფილმები.

 

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ფესტივალის მეგობრები: გოეთეს ინსტიტუტი საქართველო, ტელეკომპანია „არტარეა“ და სტუდენტური ტელევიზია TAFU TV.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია