დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ შეუცვალეს მედიებმა “სახელმწიფო გადატრიალებას” ავტორი?
2020/11/04 21:05:31

2020 წლის 1 ნოემბერს საინფორმაციო გამოცემებმა, alia.ge-, resonancedaily.com-მა, primetime.ge-, Metronome.ge- და progressnews.press-მა გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომელიც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლის გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხება. სტატიების სათაურები მცირე განსხვავებებს შეიცავს, თუმცა ყველა მათგანში გამოყენებულია ციტატაან დაუმორჩილებლობა, ან სახელმწიფო გადატრიალება.“ გამოცემარეზონანსიგუბაზ სანიკიძის განცხადებას რადიკალურად აფასებს, ხოლო დაპროგრესნიუსიხალხის ქუჩაში გამოსვლის მოწოდებად. "რეზონანსის" მიერ გამოქვეყნებული მასალა 1 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა FunTube-მა იდენტური ტექსტით გააზიარა.
გავრცელებული ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მანიპულაციურია, რადგან ის რეალურ განცხადებას არ შეესებამება და ქმნის შთაბეჭდილებას,  თითქოს გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს. რეალურად კი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ქვეყნის ხელისუფლების მიერ ხდება და ოპოზიციას მობილიზებისკენ ან ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
როგორ შეუცვალეს მედიებმასახელმწიფო გადატრიალებასავტორი?

 

 

 

რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?

2020 წლის 1 ნოემბერს ანტივაქსერმა აქტივისტმა შორე შანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სათაურითმტრის გეგმები”. პოსტი ამტკიცებს, რომ პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემა “New England Journal of Medicine”-ში გამოქვეყნდა ბილ გეითსის მიერ მსოფლიო მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაციის და ტოტალური კონტროლის დასამყარებლად შემუშავებული გეგმა. შორე შანიძის მტკიცებით, ამ გეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას რნმ მოლეკულის ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემასგადააპროგრამებსდა ორგანიზმს ვაქცინაზე დამოკიდებულს გახდის. პოსტი ასევე ამტკიცებს, რომ ბილ გეითსის გეგმის თანახმად, ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ხოლო ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევში, ადამიანებს ვაქცინის გაკეთებას ძალის გამოყენებით, გადაადგილების ან მუშაობის უფლების შეზღუდვით აიძულებენ.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბილ გეითსისგეგმებიკორონავირუსის ექსპერიმენტული და სახიფათო ვაქცინით იძულებით ვაქცინაციაზე სამეცნიერო გამოცემაში გამოქვეყნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ ჟურნალში 2020 წლის 28 თებერვალს მართლაც გამოქვეყნდა ბილ გეითსის სტატია, თუმცა ის კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხება და ძირითადად რეკომენდაციებისაგან შედგება. დეზინფორმაციაა მტკიცებაც, რომ რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა ადამიანის უჯრედების მახასიათებლებს შეცვლის.  აღნიშნული პოსტი რუსული სტატიის თარგმანს წარმოადგენს, რომელიც ქართულ ჯგუფებშიც გაზიარდა.
რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?

 

 

 

ქართული მარშის წევრი აშშ ელჩზე დეზინფორმაციას ავრცელებს


2 ნოემბერს ქართული მარშის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ერმილე ნემსაძემ, საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საქართველოში აშშ- ელჩის, კელი დეგნანის გაწვევის მოთხოვნაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დეგნანი იმ 17 დიპლომატს შორისაა, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა. ნემსაძე ასევე წერს, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად ერევა.
ერმილე ნემსაძის პოსტი დეზინფორმაციაა, ვინაიდან კელი დეგნანი არც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ინიცირებაში ფიგურირებს და არც ამ საქმეზე დაკითხულ დიპლომატთა შორისაა. დეგნანის ნომირება ელჩის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში თავად ტრამპმა მოახდინა.
ქართული მარშის წევრი აშშ ელჩზე დეზინფორმაციას ავრცელებს

 

 

 

იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

29 ოქტომბერს კრემლისტურმა ონლაინ მედია  “ნიუსფრონტმაგამოაქვეყნა  სტატია, სახელწოდებით: ,,ცნობილი ასტროლოგის დამოკიდებულება კოვიდ-ისტერიასთან დაკავშირებით, რომელმაც მსოფლიო მოიცვა”. მასალას თან ახლავს რუსი ასტროლოგის, პაველ სვირიდოვის ვიდეო მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ხდებოდა საფრენი აპარატების გამონაბოლქვებიდან, რომელსაც მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში ჯერ სპეციალური, შემდეგ კი სამოქალაქო თვითმფრინავებიდან აფრქვევდნენ. ამ ქმედებას ის ,,კაცობრიობისათვის ომის გამოცხადებადაფასებს და ამ პროცესში ორ საერთაშორისო ორგანიზაციას -  საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს ადანაშაულებს.
მტკიცება, თითქოს კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან იფრქვევა ძველი კონსპირაციის გაგრძელებაა, რომელიც თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებულ კვალს ამინდის ხელოვნურად შეცვლის, ადამიანის გონებაზე კონტროლის დამყარების და სხვადასხვა დაავადებების გავრცელების განზრახვას უკავშირებს. რეალურად ეს კვალი არაქიმტრეილი”, არამედკონტრეილია,” რომელიც მხოლოდ გარკვეულ ატმოსფერულ პირობებში, რამდენიმე წუთის განმავლობაშია ხილული და ვირუსებთან კავშირი არ აქვს.
იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

 

 

 

გადააგდო თუდაიბრუნანიკა მელიამ ელექტროსამაჯური?

1 ნოემბერს ონლაინ გამოცემა მარშალპრესმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურითნიკა მელიასაფერისტობა” – როგორ დაიბრუნა გადაგდებული სამაჯურიმელაკუდამ”. ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ 1 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე არასაპატიმრო სასჯელისთვის დამაგრებული ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური მოიხსნა და პროტესტის ნიშნად გადააგდო, ეს ნივთი მისი თანაშემწის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც სამაჯური მას ჩუმად დაუბრუნა. „მარშალპრესისთანახმად, მელია ამ დროისთვის ისევ სამაჯურით გადაადგილდება. პროტესტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა, რომელიც აქციაზე შეკრებილი ოპოზიციის აზით, გაყალბებულია.
მარშალპრესისვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალა მტკიცებულებების გარეშეა. ფაქტს, რომ პროტესტის ნიშნად გადაგდებული ელსამაჯური ნიკა მელიამ აქციის შემდეგ ისევ გაიკეთა, ნაციონალურ მოძრაობაშიც უარყოფენ და არც 1 და 2 ნოემბერს გავრცელებული სატელევიზიო კადრებიდან ჩანს, რომ ნიკა მელია ელექტრონულ სამაჯურს, რომელიც აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა, ისევ ატარებს.
გადააგდო თუდაიბრუნანიკა მელიამ ელექტროსამაჯური?

 

 

3 დეზინფორმაცია სოჭზე, სტალინურ რეპრესიებზე და დემოგრაფიაზე

2020 წლის 22-23 ოქტომბერს ონლაინ გამოცემანიუს ფრონტმადა Facebook გვერდმასტალინიგამოაქვეყნეს მწერალ გივი ბერძენიშვილის ინტერვიუ, რომელიც საქართველოს მიმართ სტალინის დამსახურებებს შეეხებოდა. მისი მტკიცებით, სოჭი არასდროს ყოფილა საქართველოს ნაწილი, ხოლო სტალინის რეპრესიები არ მომხდარა და მისი მმართველობის დროს საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონს გაუტოლდა.
გივი ბერძენიშვილის ინტერვიუ 3 დეზინფორმაციას შეიცავს: 1. სოჭი საქართველოს ტერიტორიას არასდროს ეკუთვნოდა. 2. სტალინურ რეპრესიებს ადგილი არ ჰქონია და 3. მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონამდე გაიზარდა. რეალურად 1. 1918-1919 წლებში სოჭს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აკონტროლებდა. 2. 1936-1938 წლებში სტალინური რეპრესიები 750 000 მსხვერპლს ითვლის, გულაგებში გადასახლებულთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტია. 3. საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონს მხოლოდ 1989 წელს მიუახლოვდა,
3 დეზინფორმაცია სოჭზე, სტალინურ რეპრესიებზე და დემოგრაფიაზე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია