დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი ოპოზიციონერები თანამოქალაქეების უფლებების დაცვას ითხოვენ
2010/05/06 16:10:02

დღეს ქუთაისის რეგიონული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მერიის შენობის წინ აქცია მოაწყვეს. ისინი მოითხოვდნენ, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის სტუმრობის დროს პოლიციელების მიერ ნაცემი სვეტლანა ახალაიას და იზო მახათაძის უფლებების დაცვას.

როგორც „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი მამუკა მღვდელაძე ამბობს: „ქუთაისში ძალადობის ფაქტები და ტენდენციები დამკვიდრდა, როდესაც ხალხს უნდა ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი სატკივარი წერილით გააცნოს, ამ დროს ადგილობრივი ძალოვანები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან და ტყეში მიჰყავთ. ჩვენ გვინდა ხაზგასმით ვთქვათ არასოდეს შევეგუებით ასეთ ფაქტებს და ყოველთვის ხალხის ინტერესებს დავიცავთ.

psnews.ge-სთან საუბარში დაზარალებულმა სვეტლანა ახალაიამ აღნიშნა: „ორმაისობის ღონისძიებაზე ქალაქში გამოვედი, პირველ საჯარო სკოლასთან ექვთიმე თაყაიშვილის მონუმენტის გახსნას ვესწრებოდი, როდესაც პოლიციამ ამიყვანა, გადამიტრიალეს ხელები და გუბერნატორის წინ გამატარეს. მე არ მჯერა, რომ ლაშა მაქაცარიამ ვერ დაინახა, თუ როგორ ჩამსვეს მანქანაში. წამიყვანეს სათაფლიის ტყეში, სადაც ოთხი საათი ვიყავი. მათი ავტომანქანის ნომრები ვიცი და შემიძლია სახეზეც ამოვიცნი ისინი.“

ასევე ქუთაისელმა ოპოზიციონერებმა გააპროტესტეს გიორგობის დღეს, 6 მაისს, საქართველოს პოლიციის დღედ გამოცხადება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია