დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება მიუთითებს იმაზე, თუ როგორი იზოლირებულია ქართული ოცნება პოლიტიკურად თუ მორალურად - ბოკერია კობახიძეზე
2020/11/04 20:59:57

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ პარტია რომელიც მანდატებზე უარს ამბობს,  სახელმწიფოსაგან დაფიანსება არ უნდა მიიღოს.

 

ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ ქართული ოცნების მთავარი ინსტრუმენტი პოლიტიკურ ბრძოლაში ფულია.

 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ეს თავისთავად ივანიშვილის, ქართული ოცნების და მისი გარემოცვის  დიაგნოზის ნაწილია. 

 

„ამ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება ივანიშვილის გარემოცვიდან, მიუთითებს იმაზე, თუ როგორი რთულია მათი ვითარება დღეს, როდესაც არიან ბოლომდე იზოლირებულები პოლიტიკურად თუ მორალურად მთელი საზოგადოებისაგან, მისი უდიდესი ნაწილისაგან და ეს ადასტურებს იმას, თუ როგორ უტიფრად გვეუბნება რომ ფული, მუქარა ან ფულის გამოყენება როგორი მთავარი ინსტრუმენტია ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში.

 

რაც ვნახეთ ამ არჩევნებზე, მთელი ამ არჩევნების განმავლობაში და როგორი ახლომხედველები არიან და ვერ ხედავენ ვითარებას, თუ გონიათ, რომ ევროპული საქართველოსთვის ეს მუქარა რამენაირად შეცვლის პოზიციას ამ პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

 

ეს თავისთავად დიაგნოზის ნაწილი არის ქართული ოცნების, ივანიშვილის და მისი გარემოცვის.“ - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია